|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუა ხნის მამაკაცს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას რომ ვირუსისგან განიკურნა. პაციენტი კლინიკაში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა.

ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება, ვინაიდან აქვს თანმხლები დაავადებები. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 44-მა პაციენტმა დაამარცხა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.81%
უარყოფითად - 39.53%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.65%
სულ - 43 ხმა