|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით მამაკაცი შეიყვანეს

პაციენტი დღეს ცხელების ცენტრიდან დადასტურებული Covid-19 დიაგნოზით შეიყვანეს.  შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"პაციენტს უტარდება საჭირო კვლევები, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს",- განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 48 პაციენტი გამოაჯანმრთელდა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა