|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 8 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით რვა პაციენტია შესული. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს ანალიზები აუღეს და პასუხებს ელოდებიან.

მისი ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი თვითიზოლაციიდან შევიდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს, ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინფექციურმა საავადმყოფომ გარკვეული პერიოდით პროფილი შეიცვალა და სრულად კორონავირუსის სიმპტომიან და დადასტურებულ პაცინტებს მოემსახურება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა