|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა. გამოჯანმრთელებული პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც ქუთაისში ზესტაფონიდან გადმოიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში Covid-19 დიაგნოზით ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთი ტრაილერის მძღოლია, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციური კლინიკიდან 41 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა