|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა  ორი დღის წინ   საღამოს საათებში მოხდა. 

საავადმყოფოს ადმინისტრაცია მომხდარს ადასტურებს, თუმცა  გამორიცხავენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი პაციენტის მკურნალობის საკითხს უკავშირდებოდეს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული მარტვილიდან არის. მას დის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს, რის შემდეგაც თავი მოიკლა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე, სუიციდის მუხლით  დაიწყო. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა