|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის თანამშრომლებს COVID -19 არ დაუდასტურდათ

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამ თანამშრომელს დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირება ჩაუტარდა. როგორც ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე აცხადებს, არც ერთ მათგანს ახალი ტიპის ვირუსი არ დაუდასტურდა.

ტესტირების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დაწესებულების ექიმის დედას, 63 წლის ქალბატონს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

 ექიმი, რომელიც ამავდროულად სასწრაფო სამედიცინო ცენტრში მუშაობს, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის თანამშრომელია.   როგორც ანჟელა ორჯონიკიძე განმარტავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ექიმი ცენტრში აღარ მუშაობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაწესებულებაში დედასთან ერთად იმყოფებოდა. 

"მას შემდეგ, რაც რისკი გაიზარდა, მარტიდან, ის უკვე ჩვენთან აღარ მორიგეობდა, მაგრამ პირველ აპრილს იმყოფებოდა კლინიკაში დედასთან ერთად.  თანამშრომლებს, ვისაც კონტაქტი ქონდა მათთან, ჩაუტარდათ ანალიზი COVID -19-ზე და უარყოფითი პასუხები მოვიდა", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

როგორც ცნობილია, ასევე უარყოფითია ექიმის სხვა ოჯახის წევრების, ძმის და მამის ანალიზის პასუხები. 

ექიმი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა