ქუთაისის '"მადლიერების სახლში" საქველმოქმედო აქცია გაიმართა
ქუთაისის მადლიერების სახლში, ქალაქში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებშიც ბენეფიციარებს გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი, ხელით მოქსოვილი თბილი სამოსი და პლედები გადაეცათ.
აქციის ინიციატორი გერმანიაში მცხოვრები ოჯახია, რომლებთანაც ქართულ-გერმანულ ცენტრს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა ჰუმანიტარული მიმართულება. წლების განმავლობაში მიულერების ოჯახი ეწევა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.
აქციაში მონაწილეობა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიიღო.
ქართულ-გერმანული პარტნიორობა სიკეთისათვის მომავალშიც გაგრძელდება.
[R]
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა