|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიწის ფასი 7 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისის მასშტაბით მიწის ფასი გაიზარდა. საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაციით ქუთაისში სამი ტერიტორიული ზონის ფასი 5-დან 7%-მდე გაიზარდა. საკითხს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ფრაქციის წევრის გია უკლებას განცხადებით, მერიას ბიუჯეტის შევსების პრობლემა აქვს და ფასის გაზრდით ცდილობს თანხის მობილიზებას.

"ძალიან მაინტერესებს მერის პოზიცია ფასის ცვლილებაზე, ამ საკითხს არ მოყოლია განმარტება,  რატომ ხდება,  არ არის ჩატარებული კვლევა და არაა არგუმენტები. სირცხვილია, რომ მოიტანეს მხოლოდ აუქციონის შედეგები, ესეც მცირე ნაკვეთებზე. პატარა მონაკვეთებზე ცვლილებები არ ჩანს, მაგრამ დიდ ფართობზე დიდი ცვლილებაა და დარწმუნებლი ვარ, გაუარესებულ ბიზნესგარემოს მეტად გააუარესებს. პრობლემა აქვთ ბიუჯეტის შევსების და მათი ბავშვური გათვლაა, თუ ფასს გაზრდიან, შემოსვალები გაიზრდება. ეს იქნება უარესად დამაზიანებელი. მსგავსად სათამაშო ბიზნესზე ფასის გაზრდისა, რის გამოც ქალაქიდან სათამაშო ბიზნესი გავიდა", -განაცხადა გია უკლებამ.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის თქმით, მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ღირებულების განსაზღვრა მთავრობის დადგენილების შესაბამისად მოხდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ახალი ფასები ექსპერტების მიერ დადგინდება.

"ვალდებული ვიყავით, გამოგვეცხადებინა ტენდერი. გამარჯვებულმა დაადგინა ახალი ფასები და სამივე ზონაზე გაიზარდა ფასები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არ იმოქმედებს გაყიდვაზე, რადგან წინა წლების მონაცემებით, ვხედავთ, რომ ქალაქში მიწის გაყიდვაზე პრობლემა არაა, რადგან გვაქვს მონაცემები იმისა, რომ მიწა ღირებულებაზე მეტ თანხად გაიყიდა", -განაცხადა გიორგობიანმა. 

პირველ ზონაში მიწის ახალი ფასი კვ. მეტრზე 190 ლარით განისაზღვრა, მეორე ზონაში 123 ლარი და მესამე ზონაში 68 ლარია. 

 ცვლილებები ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა