|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციის პროტესტის გამოხატვის ფორმას ვემხრობი -კობა ნარჩემაშვილი

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ახალ ფრაქციაში გაერთიანდა. "დამოუკიდებელი დეპუტატები" -  ასე ქვია ფრაქციას, რომელიც დღეს შეიქმნა. მასში "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები გაერთიანდნენ. 6 კაციან ფრაქციას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.

ახალი ფრაქციის შემადგენლობაში დამოუკიდებელი დეპუტატები მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი გაერთიანდნენ. 

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები აღნიშნავენ, ისინი ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, როგორც პოლიტიკოსები, ახალი ფრაქცია კი ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნება.

"ფრაქციის სახელწოდებაა "დამოუკიდებელი დეპუტატები" თავისთავად, ახალი ფრაქცია ოპოზიციური იქნება, თუმცა არ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ტრენდი და მათი დღის წესრიგით ნაკარნახევი და არც "ქართული ოცნების". ჩვენი მცდელობა იქნება ახალი დისკურსი შემოვიტანოთ პოლიტიკაში,"- განუცხადა "ნიუპრესს" კობა ნარჩემაშვილმა.

 რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ქუჩაში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს, ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პროტესტის ფორმა მისთვის მისაღებია.  "ოპოზიციას სრული უფლება აქვს პროტესტის გამოხატვის, ფორმას ვემხრობი, თუმცა ჩემთვის მიუღებელია ის,  რომ ამ შემთხვევაში დღის წესრიგს "ნაციონალური მოძრაობა" კარნახობს". -აღნიშნა მან. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე