|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა. მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებულია,  ჩაერთო პროექტში, „სკოლაში დაბრუნება“.

ის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობასა და ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნატოს დღეები 2 – 11 აპრილს იმართება.

ავტორი: ნიუპრესი