|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეათეკლასელი მოსწავლე მეორე სართულიდან გადმოხტა

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში მეათეკლასელი მოსწავლე მეორე სართულიდან გადმოხტა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

 როგორც სკოლაში აცხადებენ, მოსწავლე სკოლიდან გაპარვის მიზნით ფიზკულტურის დარბაზში მალულად შევიდა, საიდანაც ფანჯრიდან ქუჩაში გადახტა. 

მოსწავლემ ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო. პირველადი ინფორმაციით, მეათეკლასელ ბიჭს ორივე ფეხის მოტეხილობა აღენიშნება. 

 ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი