|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

ქუთაისის მერი 2008 წლის ომში დაღუპული გმირების დედებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა.

ქალბატონების - ლილი კერვალიშვილის, ნელი მჭედლიძე-ნიკიტინის და ციალა ჯაილოვას შვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.

"დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებულად დედებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- შვილების სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ამ ქალბატონების შვილების, ჩვენი თანაქალაქელი გმირების ხსოვნას ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მხნეობა მინდა ვუსურვო დედებს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქალაქის მერმა გმირების დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ავტორი: ნიუპრესი