|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი "ტორპედოს" ფანკლუბს ხვდება [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის წევრებს ქალაქის მერი ხვდება. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მერიის შეთავაზება არ მიიღეს რამდენიმე ადამიანთან შეხვედრის შესახებ, მერმა გადაწყვეტილება შეცვალა და აქციის ყველა მონაწილე მიიღო შეხვედრაზე. შეხვედრას "ტორპედოს" ახალი დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი ესწრება.

გულშემატკივრებმა მერს "ტორპედოსთან" დაკავშირებით დახმარება თხოვეს.

"ჩვენ არ ვითხოვთ სამართლებრივ საკითხებში ჩარევას, ეს მერიამ უნდა გადაწყვიტოს. ვითხოვთ გუნდის გადარჩენას. შეიძლება ერთ კვირაში დაიშალოს. ჩხეტიანიც წავა, თვეებია, ხელფასი არ მიუღია. ადამიანმა ერთ თვეში გუნდი ააწყო და შეიძლება ესეც დაიშალოს. გადაარჩინეთ, თორემ მერე გუნდი აღარ გვექნება", - განაცხადა ლევან ფილიპაშვილმა.

გულშემატკივრებმა მერიის მისამართით შენიშვნა გამოთქვეს, რაც სასამართლოსათვის დაგიანებით მიმართვას უკავშირდება. პასუხად გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლას და დაპირებული თანხის დარიცხვას ელოდებოდნენ.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერიას თანხაც რომ ქონდეს, კლუბს მაინც ვერ დააფინანსებს, ამიტომ  მოლაპარაკება ფეხბურთის ფედერაციასთან აწარმოებს. 

"გული გვტკივა, გგულშემატკივრობთ, მაგრამ რაც არ შეგვიძლია, ვერ გავაკეთებთ. გვაქვს მოლაპარაკება ფედერაციასთან და თქვენც შემოგვთავაზეთ თქვენი იდეა.  თუ შესაძლებელია, გავაკეთებთ", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მან ფანკლუბის წევრს ლევან ფილიპაშვილს შესთავაზა, რომ დირექტორის მოადგილედ დანიშნავს და უშუალოდ ჩაერთვება პროცესში.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი