|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მიმდინარე წელს 234 800 ლარის საწვავს მოიხმარს

ქუთაისის მერია 2016 წლის განმავლობაში 234 800 ლარის საწვავს მოიხმარს.  აღნიშნული თანხაში ქალაქის თვითმართველობა 98 თანამშრომელს უზრუნველყოფს საწვავით, რომლის მიწოდებასაც შპს"რომპეტროლ საქართველო" ახორციელებს. კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა.

2015 წელს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  ერთი წლის განმავლობაში "რომპეტროლ საქართველო" ქუთაისის მერიას სხვადასხვა ოდენობის დიზელით და ბენზინით უზრუნველყოფს. აქედან "რომპეტროლ საქართველო" მერიას სამი თანამშრომლისათვის 10 000 ლიტრ დიზელს 14 300 ლარის სანაცვლოდ, ხოლო 95 თანამშრომლისათვის 150 ათას ლიტრ ბენზინს 220 500 ლარის სანაცვლოდ აწვდის.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა