ქუთაისის მერია ჩონგურსა და დაირას ყიდულობს
ქუთაისის მერია მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ორი ჩონგურისა და ერთი დაირის შესაძენად მერიამ 400 ლარი გამოყო.
მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს მუსიკალური ინსტრუმენტების მიწოდება საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე ვალდებულია გადასცეს ,,შემსყიდველს" უფლებრივად და ნივთობრივად ხარისხიანი საქონელი.
როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური განმარტავს, მეორე მუსიკალურ სასწავლებელს აქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს ხალხურ საკრავებზე დაკვრა უნდა შეასწავლონ. მუსიკალური საკრავების შეძენა სწორედ ამ მიზნით მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი