ქუთაისის მერია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ყოფილ შენობას თხოვს
ქუთაისის მერია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ყოფილი შენობის ნაწილს თხოვს. მერიამ შენობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის მოითხოვა.
კულტურის ააიპის ხელმძღვანელის ვაჟა ჟუღელის განცხადებით, ამ დროისთვის საუბარია სადგურის მოედანზე არსებული შენობის ერთ სართულზე, თუმცა არაა გამორიცხული შენობაში დამატებითი ფართი მოიძებნოს.
მერიაში იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების პასუხს ელოდებიან. რაც შეეხება მოსწავლე-ახლაგაზრდობის სასახლეს, რამდენიმე ოთახს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გადასვლის შემდეგ ახალი დატვირთვა მიეცემა. იქ, შესაძლოა, საგალობლების შემსწავლელი სკოლა განთავსდეს.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე წლებია, რთულ პირობებში ფუნქციონირებს. ავარიულ შენობაში ადმინისტრაცია 2011 წელს გადავიდა, თუმცა არასახარბიელო მდგომარეობის გამო შენობის შეცვლა არაერთხელ მოითხოვეს. ერთ-ერთ ალტერნატიულ ფართად, სამხატვრო სკოლის შენობა მოიაზრებოდა. შენობაში მერიის კულტურისა ააიპის სკოლის შესვლა თვითნებურად შესახებული ადამიანების გამო ვერ მოხდა.
კულტურის ააიპმა მერიას წერილობით უკვე მიმართა და მოქალაქეეების გადასაყვანად მიმდინარეობს ახალი ფართის მოძებნა. შენობაში სამხატვრო სკოლა შევა.
ზოგადად, რა მდგომარეობაშია ქუთაისის მერიის კულტურისა და სპორტის ააიპების სკოლების შენობები და პირობებში არიან მოსწავლეები, ამის შესახებ "ნიუპრესი" ვრცელ მასალას ამზადებს.
თემით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც სკოლებში არსებულ პრობლემაზე პარლამენტის განათლების კომიტეტზე მარიამ ჯაშმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუთაისში მოსწავლეებისთვის არასათანადო ინფრასტრუქტურაა.
ქუთაისში 2 ათასამდე ბავშვი ღირსეული პირობების გარეშეა - მარიამ ჯაში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი