|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

ქუთაისის მერია მოქალაქეთა ინიციატივების და პროექტების განხორციელებას იწყებს

ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას იწყებს.    

ინფორმაციას მერია ავრცელებს, მათი თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განათავსონ.

ნებისმიერ მსურველს დღეიდან მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, საშუალება ექნება საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას. საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. პროექტი usaid-ს და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა. აღნიშნული სიახლე მოქალაქეების ადგილობრივ მმართველობაში აქტიურ ჩართულობას, საჯაროობას და მოქალაქეთა თავისუფალი იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება. განაცხადის შევსების ფორმასა და ლინკს იხილავთ მითითებულ ბმულზე www.Volis.Kutaisi.gov.ge"-განმარატევნ მერიაში. 

აღნიშნული პროექტის გასაცნობად ქუთაისის მერი ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავს შესაბამისად შეხვედრაზე, პროექტის ყველა დეტალი განიხილება და ასევე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, არაფორმალურ შეხვედრაზე მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვან ქალაქის მერს  გიორგი ჭიღვარიას და მის მოადგილეს  ნინო  თვალთვაძეს.

ღონისძიება  მერიის სხდომათა დარბაზში 19:00 საათზე გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა