|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის ხელშემწყობაში 60 ათასი ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია აგრძელებს სოციალურ პროგრამას “მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერა”, პროგრამის  პარტნიორ ორგანიზაციად წელსაც  „მეწარმე ქალთა ფონდი“ შეირჩა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  „მეწარმე ქალთა ფონდი“ მონაწილეობას მიიღებს მრავალშვილიანი ოჯახების განაცხადების შერჩევაში, შემდეგ ეტაპზე კი მათ დაეხმარება ბიზნესის წამოწყებაში ან გაფართოებაში.
 
„ორგანიზაცია, რომელიც წელს შევარჩიეთ ჩვენს პარტნიორად აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმებს - მას აქვს გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა. განსაკუთრებულად საინტერესო იყო მათ განაცხადში ის დეტალი, რომ ამავე პროექტში შარშან მონაწილე ტრუშელევების ოჯახი, წელს თავად დაეხმარება სხვა მრავალშვილიან ოჯახებს და მათ შვილებს მეთოჯინეობას შეასწავლის. ამ პროგრამის მუშაობა ახლა, როცა საგანგებო მდგომარეობის გამო, მრავალშვილიან ოჯახებს ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქუთაისის მერიის აღნიშნული პროექტი პირდაპირაა მიმართული მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის და მხარდასაჭერად“- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 60 ათასი ლარია.
 მრავალშვილიანი ოჯახების მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი თანადაფინანსების საპილოტე პროექტი ქუთაისმა გასულ წელს დანერგა.
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა