|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია რეზო ჭეიშვილის წიგნის დასაბეჭდად ტენდერს აცხადებს

,,შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“-ქუთაისის მერია რეზო ჭეიშვილის წიგნის დასაბეჭდად ტენდერს აცხადებს. წიგნი 30 დეკემბრამდე დაიბეჭდება და სულ 1000  ცალი გამოვა. წიგნის დასაბეჭდად მერიამ  1700 ლარი გამოყო.

,,შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“ არის ამბავი ქუთაისელებზე.

რევაზ ჭეიშვილი  1933 წლის 24 აპრილს  ქუთაისში დაიბადა. გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები  მრავალათასიანი ტირაჟებით ქართულ და უცხო ენებზე. მისი სცენარების მიხედვით შეიქმნა კინოფილმები: „გათენების წინ“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ბზიანეთი“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ზღვის მგელი“ და სხვა, აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“. მიღებული აქვს რუსთაველის პრემია.

რეზო ჭეიშვილი დაჯილდოებილია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. მიღებული აქვს რუსთაველის პრემია.  2012 წელს მიიღო პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.  1992-1995 წლებში არჩეული იყო მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად.

მწერალი  2015 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა