|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია საბანკო მომსახურებაზე კონკურსს აცხადებს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშების საბანკო მომსახურების მიღების მიზნით კონკურსი ცხადდება. კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო კომისიის შექმნის, კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მერმა ბრძანება უკვე გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საბანკო დაწესებულებამ წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. კომისიის თავმჯდომარე ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძეა.

კონკურსი მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ჩატარდება. გამარჯვებული ბანკი მომავლ წელს მერიას საბანკო მომსახურებას გაუწევს.

                       

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა