ქუთაისის მერია სახლების გადახურვასთან დაკავშირებულ ტენდერს განმეორებით აცხადებს
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერს განმეორებით აცხადებს.
სატენდერო პირობების თანახმად „მიმწოდებელი“ ვალდებულია 60 ობიექტზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინოს, რისთვისაც ხელშეკრულების დადებიდან 2 თვე აქვს.
მოთხოვნის თანახმად, ყველა სახლზე ცალ-ცალკე უნდა შედგეს დეფექტური უწყისი, სადაც აღწერილი იქნება ყველა სახის სამუშაო თავისი მოცულობებით და არსებული მდგომარეობის აღწერით.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია.
წინადადებების მიღება 14.04-დან იწყება და 17.04 მთავრდება.
აღნიშნული მოთხოვნით ტენდერი მერიამ გასულ თვეშიც გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა.
ოპოზიცია ტენდერებიც ჩაშლის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს, მერიაში კი ამას ხარისხის მოთხოვნით ხსნიან.
ავტორი: ნიუპრესი