ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურეობისთვის ტენდერს აცხადებს
ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურეობისთვის ტენდერს აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისათვის კვებითი მომსახურეობა.
ტენდერის ღირებულება 4 ათას ლარს შეადგენს. მომსახურეობა გამარჯვებულმა კომპანიამ 110 პერსონაზე უნდა უზრუნველყოს. თანხა 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ერთი წლის ვადით ხდება.
აღსაიშნავია, გასულ წელს ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში 138 000 ლარი დახარჯა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა