ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურეობაში 60 000 ლარს გადაიხდის
ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურეობაში 60 000 ლარს იხდის. კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მერიამ მიმდინარე წელს ხელშეკრულება კომპანია "მაგთიკომთან" გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის მარტიდან მომავალი წლის 31 იანვრამდე კომპანიამ სატელეფონო მომსახურეობა უნდა უზრუნველყოს.
თვის განმავლობაში მერიას სატელეფონო მომსახურეობა დაახლოებით 5 000 ლარი უჯდება.
ამ დროისთვის კომპანიის ანგარიშზე დარიცხულია დაახლოებით 18 000 ლარი.
გასულ წელს აღნიშნულ მომსახურეობაზე 65 000 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურეობისთვის 65 ათას ლარს ხარჯავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა