|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სათვალთვალო ვიდეოკამერების შესაძენად 850 000 ლარს დახარჯავს

პანდემიის პირობებში ქუთაისის მერია სათვალთვალო ვიდეო-კამერების შესაძენად 850 000 ლარს გამოჰყოფს.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აპროტესტებს. გოგი წულაიას განცხადებით,  იმ დროს, როცა ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი და მოსახლეობა გადარჩენის მიზნით იბრძვის, ქუთისის მერია ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, მათ დაჯარიმებაზე ფიქრობს.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს თანხები სოციალური მიმართულებით დაიხარჯოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა