ქუთაისის მერია შშმ ბავშვების უფლებების დამცველ მუნიციპალიტეტად აღიარეს
ანტისტიგმა კამპანიის #დაინახეყველაფერი-ს ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მქონე 4 მუნიციპალიტეტი გამოვლინდა.
გამარჯვებულთა შორიაა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც
ნომინაციაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები და ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა - გაიმარჯვა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ყველა გზა და შესაძლებლობა უნდა არსებობდეს რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ. ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი