|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია შშმ პირებისთვის უნივერსალურ გარემოს ქმნის [R]

ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ქალაქში არსებული საჯარო სივრცეების ადაპტირების საკ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ (DGG), დანიის მთავრობის დაფინანსებით, გეგმავს დახმარება გაუწიოს ქუთაისის მერიას ქალაქის ცენტრალური/ისტორიული უბნის შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებაში.

დახმარების ფარგლებში მოხდება: ქუთაისის ცენტრალურ/ისტორიულ უბანში, სადაც ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობაა განთავსებული, შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა, მათი მოგვარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და ამ პრობლემების შესაბამის რუკაზე დატანა. უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები. UNDP DGG-ის მხარდაჭერის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ, განსაზღვრული ადგილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფს.

ამავე დროს, ქუჩების უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამომავლოდ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებს, მერიას საშუალებას მისცემს პროცესი უფრო ეფექტიანი გახადოს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში 2019 წელს მოქმედი ახალი პროგრამა. მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისათვის ხელშეწყობა, კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. შშმ პირთა დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, UNDP DGG-ის წარმომადგენლები, არქიტექტორები, შშმ პირთა საჭიროებაზე გარემოს ადაპტირების ექსპერტები და შპს ,,სტანდარტის" წარმომადგენლები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა