ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
ქუთაისის მერია თბილისის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ელექტრონული ტენდერის NAT180006521 პირობების მიხედვით, სამუშაოების ღირებულება 1 057 801 ლარს შეადგენს.
„მიმწოდებელმა“ უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, თბილისის ქუჩის, თბილისის ქუჩის პირველი, მე-2 და მე-4 ჩიხების გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად. ამასთან, თბილისის ქუჩის ა/ბეტონის საფარით გზის მოწყობის (ღვარსადენთან ერთად) სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 961 021 ლარს, ხოლო თბილისის ქუჩის I,II,IV ჩიხების ა/ბეტონის საფარით გზის მოწყობის (ღვარსადენთან ერთად) სამუშაოების ღირებულება კი ჯამში 96 780 ლარს.
პროექტის მიხედვით, ქუჩის ადაპტირება უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის.
სატენდერო წინადადებების მიღება 12 მაისს იწყება და 17 მაისს სრულდება.
გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს. კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის 4 თვე ეძლევა.
სამუშაოების 95 %-ს ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 5 % ადგილობრივი თვითმმართველობა.
ავტორი: ნიუპრესი