|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ტექნიკის შესაკეთებლად ტენდერს აცხადებს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებისთვის  თვითმმართველობა 7 890 ლარიან ტენდერს აცხადებს.

 მიმწოდებელი ვალდებულია პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები განახორციელოს ეტაპობრივად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) დღის ვადაში, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

როგორც მერიის პრესსამსახურმა განგვიმართა, მერიაში დასაქმებული აიტი სპეციალისტების ვალდებულებაში ზემოთ აღნიშნული საქმიანობა არ შედის.

ამავდროულად მერიამ ახალი ტექნიკის შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.        

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა