|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ჯილდოსა და პრემია–დანამატის სახით 688 384 ლარი გასცა

ქუთაისის თვითმმართველობამ  2018 წელს პრემია–დანამატის სახით  688 384 ლარი გასცა. პრემია–დანამატი წლის განმავლობაში სხვადასხვა დღესასწაულებზე გაიცა. პრემია-დანამატი მიიღეს, როგორც მერიის, ასევე საკრებულოსა და ააიპების თანამშრომლებმა. 

მერიამ დაარღვია, როგორც საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონის ვადები, ასევე არ გაასაჯაროვა, რომელმა საჯარო მოხელემ რა ოდენობის ჯილდო და პრემია–დანამატი მიიღო.

მოწოდებული ინფორმაციით,  მერიაში ფულადი ჯილდოს სახით, წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით გაიცა 208 640 ლარი, მათ შორის თანამდებობის პირებზე 17 600 ლარი. მერიის ინფორმაციით, სახელფასო დანამატის სახით, მოხელეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, ასევე დამატებითი ფუნქციების დაკისრებისას (ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს) 217 786 ლარი გაიცა, მათ შორის თანამდებობის პირებზე–36 384 ლარის ოდენობით. ქუთაისი  მერიაში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდოს სახით, საანგარიშო პერიოდში  5 150 ლარი გაიცა და 5 297 ლარი დანამატის სახით.

ქუთაისის  საკრებულოს აპარატის 32 მოხელეზე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, სახელფასო დანამატის სახით 9 600 ლარი გაიცა. ხოლო მოხელეთა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ფულადი ჯილდოს სახით 30 მოხელეზე ჯამში 24 000 ლარი გაიხარჯა. 

პრემია–დანამატი გაიცა ააიპებში.  2018 წელს ა(ა)იპ „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში“ 10 თანამშრომელზე, მათ მიერ ფუნქციათა არასამუშაო დროს შესრულების საფუძვლით, დანამატის სახით გაიცა 2 240 ლარი.

 ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“,თანამშრომლებზე, 2018 წლის მანძილზე დანამატის სახლით 15 508 ლარი გასცა. 

ასევე, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის ხელბურთის კლუბი „ქუთაისი 2015“-ის 16 თანამშრომელზე გაიცა 7 675 ლარი ჯილდოს სახით (სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე ეროვნულ ჩემპიონატში II ადგილის დაკავებისათვის). 

ერთი წლის შექმნილმა ააიპმა "ქუთგანათების სერვისი" წლის განმავლობაში 49 900 ლარი გასცა.

კულტურის ააიპმა ახალ წელს 62 თანამშრომელზე  13 980 ლარი გამოყო.

სპორტის  ააიპმა 2018 წელს 484 თანამშრომელზე ამავე დანიშნულებით 54 249 ლარი გასცა.  

ააიპ "მადლიერების სახლმა"ახალ წელს მხოლოდ დირექტორ თამთა ბაკურაძეზე გასცა 1300 ლარი.

ააიპ "სპეცილაურმა სერვისებმა" მხოლოდ დეკემბერში პრემია–დანამატის სახით 555 თანამშრომელზე 73 059 ლარი გასცა.

პრემია-დანამატი არ გაუციათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრს და  ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში“. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა