|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ასსაფეხურიანი კიბის პროექტის შესაძენად თანხა გააორმაგა

 ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. 
 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაორმაგდა და 30 000 ათას ლარს შეადგენს.
ტენდერი მერიამ აღნიშნული მომსახურებოსათვის რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა განაცხადი არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია. 
  შეგახსენებთ, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი უკვე რამდენიმე წელია, განიხილება, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.  ტერიტორიის მცირე მონაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რჩებოდა, რაც სამუშაოების შეფერხების მიზეზი გახდა.
პროექტის თანახმად, აღმაშენებლის გამზირის მხრიდან უნდა მოეწყოს მარტივი ტიპის შადრევანი და ველოსადგომები. კიბის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს უსადენო ინტერნეტის მიწოდების აპარატურა და მობილურის დასამუხტი ბატარეები. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა