|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ „ცისფერყანწელთა“ თეატრის პროექტირებისათვის ტენდერი გამოაცხადა

 ქუთაისის მერიამ ახალგაზრდული თეატრის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

NAT190016415 ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება 10 ათასი ლარია, წინადადებების მიღება 26 აგვისტოს იწყება და სამი დღე გაგრძელდება. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში  კომპანიამ თეატრის პროექტი  75 დღეში უნდა წარადგინოს.

თეატრის მშენებლობა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ლესელიძის ქუჩაზე იგეგმება.

როგორც ცნობილია, ბოტანიკურ ბაღთან "ცისფერყანწელების თეატრი" უნდა აშენდეს, იდეა მესხიშვილის თეატრის ახალგაზრდულ გუნდს ეკუთვნის.  იდეის ავტორთა თქმით, მათი ჩანაფიქრი ქუთაისის მერს გააცნეს, რომელმაც იდეა მოიწონა და მისი განხორციელების პირობა დადო.

მომავლის თეატრის შესახებ გიორგი ჭიღვარიამ "ორმაისობის" დღესასწაულზე განაცხადა.

 

 

"ქუთაისს „ცისფერყანწელთა“ თეატრი ექნება და ეს ღირსების დაპირებაა"

 

ავტორი: ნიუპრესი