|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად თანხა გაზარდა

ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად თანხა გაზარდა. მას შემდეგ, რაც მერიის გამოცხადებული  62 ათასი ლარიანი ტენდერი არ შედგა, მერიამ თანხა ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ამჯერად, გამოცხადებული ტენდერის თანახმად [190018349] მერია მაღალი გამავლობის ორ ავტომობილში  69 000 ლარს გადაიხდის.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა.

ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მსურველმა მიიღო, მაგრამ მას მერიამ დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. 

 ავტომობილების შეძენას ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა