ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო
ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ყოფილმა თანამშრომელმა მაია მურუსიძემ მერიას მეორე ინსტანციაშიც მოუგო.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერიას კულტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მურუსიძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა.
მაია მურისიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე მხარეს მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა. მერიას ასევე მოუწევს ადვოკატის მომსახურების და სხვა ხარჯების გადახდა.
გაასაჩივრებს თუ არა მერია ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.
მაია მურისიძე 2018 წელს რეორგანიზაციის ფარგლებში სხვა თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი