|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ რესტორნებში 151 410 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ 2017 წელს სარესტორნო მომსახურეობისთვის 151 410 ლარი გამოყო. 

კონსოლიდირებული ტენდერების დოკუმენტაციებით ირკვევა, რომ  სარესტორნო მომსახურეობისთვის 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქალაქის თვითმმართველობამ 37 ბიზნეს ობიექტთან გააფორმა ხელშეკრულება.

ქუთაისის მერიამ რესტორნის მომსახურეობისთვის 18.01.2017-ში, შპს "ქუთაისს“  15 000 ლარი,  ასევე 15 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს"ბაგრატი 1003"თან. (01.02.2017)  შპს "ტაო 2011" 2 000 ლარი, ამავე რიცხვში ინდ. მეწარმე გიორგი მაჩიტაძეს 7 000 ლარი, ასევე შპს"ამირან+" 2 000 ლარი. 03.02.2017 -ში  ინდ. მეწარმე ნინო ჩხეტიას 7 500 ლარი. 06.02.2017-ში  შპს "ლეიქრადს" 1500 ლარი გადაერიცხა ადგილობივი ბიუჯეტიდან. ინდ. მეწარმე ნინო ჩხეტიას 1 000 ლარი დაერიცხა 06.02.20174-შიც. 13.02.2017-ში შპს"ბაგრატი-1003" მერიამ სარესტორნო მომსახურეობისთვის 1250 ლარი გადაურიცხა.

24.02.2017-ში  შპს "ბირთვს" 3000 ლარი. 15.02.2017-ში სარესტორნო მომსახურეობისთვის 1500 ლარი კვლავ ინდ. მეწარმე ნინო ჩხეტიას დაერიცხა, ხოლო ი.მ. გიორგი მაჩიტიძეს 1 000 ლარი. შპს "საწნახელს" 5 000 ლარი, ასევე 5 000 ლარი ჩაერიცხა შპს "სანაპიროს". 28.04.2017-ში  ინდ. მეწარმე გიორგი მაჩიტიძეს 1 020 ლარი. 03.05.2017-ში შპს "ო თეოს" ქუთაისის მერიამ, ჯერ 16 000 ლარი,შემდეგ კი 1 500 ლარი გადაურიცხა.

08.05.2017-ში ი.მ რამაზ კვატაშიძეს 1 500 ლარი, ხოლო შპს "თეთრ ხიდს" 3 740 ლარი.

10.05.2017-ში, შპს"გოლდენ პალასს" 5 000, ი.მ მაკა სილაგაძეს 2 000, ხოლო შპს" ახალ ალბიონს" 500 ლარი  გადაურიცხეს.  შპს "გარის" 1 000  ლარი. ი.მ იაკობ ჩიხლაძეს 12 000, მაკა სილაგაძეს 2 500, ხოლო შპს "ახალ ალბიონს" 5 000 ლარი.

14.02.2017-ში შპს"ქუთაისს" 10 ათასი ლარი,"მოწამეთა პალასს" 1000, შპს "ცისფერ ყანწელებს" 3 000,  შპს "თეთრ ხიდს" 1 400 ლარი, ხოლო ი.მ კახაბერ ჯიქიას 1 700 ლარი.

26.07.2017-ში შპს "მეგრულ-ლაზური" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარი გადაერიცხათ, ხოლო შპს "მუზეუმს" 2 000 ლარი.

01.08.2017-ში ი.მ ნინო ჩხეტიას მერიამ 800 ლარი გადაურიცხ, ხოლო შპს "ქუთაისს" 10 00 ლარი.

აღნიშნული მომსახურეობისთვის, 2016 წელს მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138 000 ლარი დახარჯა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა