|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობაზე ზრუნვა დაიწყო

ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა მერიამ საახალწლო განწყობაზე ზრუნვა უკვე დაიწყო, რისთვისაც  ქუთაისის ქუჩების საახალწლო გაფორმებასთან დაკავშირებით მანათობელი ფიგურების აღდგენისა და მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოებისთვის 79 723 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სადემონტაჟო სამუშაოები 2016 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი