|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ დიმიტრი სამხარაძის მამას 13 750 ლარი გადაურიცხა

ქუთაისის მერიამ  "ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძის მამას  CMR180148900  ექსკუზიური ხელშეკრულების საფუძველზე 13 750 ლარი გადაურიცხა. ეს ქუთაისის მერიის მიერ ბოლო სამ თვეში გასართობი ღონისძიებებისათვის ექსკლუზიური ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული ყველაზე სოლიდური გადარიცხვაა. 

 უცხოეთში მოღვაწე ცნობილმა ჯაზ-მევიოლინემ ბენდთან ერთად კონცერი მესხიშვილის თეატრში 24 აგვისტოს ჩაატარა. მან კონცერტი ქუთაისში გასულ წელსაც გამართა. 

 მიმდინარე წლის სექტემბერში ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში მონაწილეობისათვის 2500 ლარის ხელშეკრულება სოფო ბათილაშვილთან  გაფორმდა,  იმავე კონცერტში მონაწილეობისათვის  ია ტომაშს - 377 ლარი,  ოთარ კვალიაშვილს - 375 ლარი, თამარ გიორგაძეს -375 ლარი. 

 25 სექტემბერს გასართობი ღონისძიების  1 375 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ვახტანგ კიკალეიშვილთან. 

 სექტემბერში ანალოგიური ტიპის ღონისძიებებისათვის კიდევ რამდენიმე წვრილი გადარიცხვა განხორციელდა.

 

ავტორი: ნიუპრესი