|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ  სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი გამოაცხადა.  სკეიტ პარკი ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მოეწყობა.

ელექტრონული ტენდერის - NAT180007510  პირობების თანახმად, სამუშაოებისათვის 210 267 ლარია გათვალისწინებული.

 სატენდერო წინადადებების მიღება 1 ივნისს იწყება და 6 ივნისს სრულდება. გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, სამუშაოების დაწყების დაგვიანება პროექტირების ტენდერების ჩავარდნამ გამოიწვია.

"გამარჯვებულმა კომპანიამ  შეასრულა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა და უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი სამუშაოებზე, ჩვენი ვარაუდით 15 აგვისტომდე უნდა დასრულდეს სამუშაოები"-განაცხადა არაბიძემ.  

შეგახსენებთ, ტენდერი სამუშაოების პროექტირების შესახებ ორჯერ ჩავარდა, რამაც სამუშაოების დაწყება დააგვიანა, აღნიშნული კი ახალგაზრდების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.   

სკეიტ პარკის მოწყობას ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია, ითხოვდნენ. წელს მათ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და პარკის მოწყობას დაპირდა. მერის განცხადებით, სკეიტ პარკი წელს აუცილებლად მოეწყობა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა