|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" საქმეზე სასამართლოს მიმართა

ქუთაისის მერისა და "ტორპედოს" გულშემატკივრებს შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ფანკუბის განცხადებით, შეხვედრაზე რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ ვერ მოისმინეს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მოხდება გუნდის გადარჩენა.

მათი თქმით, მთავარია, ამ ეტაპზე სახელმწიფომ იშუამდგომლოს ბანკებთან და უეფას მიერ ჩამორიცხული თანხა არ დაყადაღდეს და მოხდეს არსებული სესხების გადავადება. საუბარია, 250 ათას ევროზე, რაც გუნდმა ევროპალიგაზე გამოიმუშავა. 

მერის განცხადებით, მიმდინარე კვირაში შეხვდება ფეხბურთის ფედერაციას, სადაც გაირკვევა, რა ფორმით მოხდება გუნდის დახმარება. ქუთაისის მერის ინფორმაციით, ზაალ ჩაჩავას და "სოკერჰაუსის" წინააღმდეგ სასამართლოს დღეს მიმართავენ, რათა მოხდეს არსებული დავალიანების აღიარება და თანხის ბიუჯეტში შეტანა. ჩაჩავას ბიუჯეტის დავალიანება დაახლოებით, 300 ათასი ლარი აქვს.

მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის  თქმით, აუცილებელია მოხდეს ჩაჩავას მიერ ვალის აღიარება და თანხის გადახდა. როგორც მან განაცხადა, შესაძლოა, პროცესი წლები გაგრძელდეს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს და ამ ფორმით განაცხადოს უარი ბიუჯეტში თანხის შეტანაზე.

"არის საფრთხე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამას  გვაჩვენებს მომავალი აღსრულების პროცესი, შესაძლოა, ანალოგიური სქემით განვითარებაც. თუმცა აუცილებლად მოხდებათქო, ვერ ვიტყვით. წინა წლებში კომპანიას 11 მილიონი ქონდა ბრუნვა. ამჟამადაც თუ ექნება კაპიტალი, მოხდება დაყადაღება", - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

"ტორპედო" 2017 წელს ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. ოფიციალურ შემძენად მითითებული იყო კომპანია "ჰოკერჰაუსი", რომლის მფლობელიც ზაალ ჩაჩავას მამა მალხაზ ჩაჩავაა. როგორც იმ დროისთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია, კომპანიას საწესდებო კაპიტალში 100 ლარი ქონდა მითითებული. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა