|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.  ამის დადასტურება მარტივია დამფუძნებელთა წესდების მიხედვით, სადაც ნათლად სჩანს,  ვინ არიან ფონდის შექმნის ინიციატორები და დამფუძნებელები"- აცხადებენ ქუთაისის მერიაში "ნიუპრესზე" გამოქვეყნებული ინფორმაციის პასუხად. 

მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, "აღნიშნული ფონდის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიას მომართეს შეთავაზებით, რომ თანამშრომლებისთვის გაგვეცნო ინფორმაცია ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით. შესაბამისად,  ქუთაისის მერიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ფუძნდება ფონდი და სურვილის შემთხვევაში,  მათ შეუძლიათ ხელფასის 1 % ჩარიცხონ ფონდის ანგარიშზე". 

 მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრში განცხადება საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ შეტანილია თამთა ბაკურაძის მიერ. "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი"  დაფუძნებულია კერძო პირების მიერ.  თუმცა, აღსანიშნავია რომ თამთა ბაკურაძე არის მერიის ააიპი"მადლიერების სახლის"დირექტორი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი.

 შეგახსენებთ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქუთაისის მერიის ააიპებისა და ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს საქველმოქმედო ფონდში ხელფასის ერთი პროცენტის გადარიცხვის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთავაზობენ. მათი ინფორმაციით, ფონდს ქალაქის მერი ქმნის.  ჩვენ ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუკავშირდით როგორც ქუთაისის მერიის, ასევე მერიის ააიპის პრესსამსახურების ხელმძღვანელებს. ინფორმაცია მხოლოდ მათთან კომუნიკაციის შემდეგ შემდეგ გამოვაქვეყნეთ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა