|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველთათვის შენობის შეძენას გეგმავს

სოციალურად დაუცველ პირთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ქუთაისის  მერიას განზრახული აქვს, შეიძინოს არანაკლებ 40 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ფართი - შენობა.  ამ საკითხთან დაკავშირებით მერია ატარებს ბაზრის კვლევას.  შენობა უნდა იყოს დასრულებული, გარემონტებული, აღჭურვილი საჭირო ავეჯით და ტექნიკით.  ქუთაისის თვითმართველობა იწვევს სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებს და ასეევე მათ, ვისაც საკუთრებაში აქვთ დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი შენობები. "ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვთ მობრძანდნენ ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირი # 3 (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე სართული) რათა განისაზღვროს ქუთაისის ტერიტორიაზე საცხოვრებლად ვარგისი შენობების სავარაუდო ღირებულება"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა