|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დაფარვაში ედავებიან

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციია წევრები ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, მათი შენიშვნების შემდეგ მერია მიხვდა, რომ არასწორად მოახდინა საგზაო კუნძულების მოწყობა და შეცვალა პროექტი. თუმცა, წულაიას განცხადებით, არ პასუხობენ იმ კითხვებს, რაც ამ სამუშაოებისათვის გამოყოფილ თანხებს ეხება.                               

"ჩვენი შენიშვნების შემდეგ მერია მიხვდა, რომ კუნძულები არასწორად მოაწყო  და რამდენიმე კუნძულს ნორმალური სახე მისცა. მაგრამ ჩნდება კითხვა, იმ თანხებთან დაკავშირებით, რაც დამატებითი სამუშაოებისათვის გამოიყო.  საიდან მოხდა ამ თანხების გადმორიცხვა?  მივმართეთ მერიას წერილობით, მაგრამ ამ დრომდე პასუხს არ გვცემენ. საზოგადოება უყურებს ამ ყველაფერს და მოითხოვს პასუხს. საკრებულო ხულიგნებით გაივსო, მერია მსგავს სულელურ პროექტებში ხარჯავს ფულს და მალე მივიღებთ მკვდარ ქალაქს", – განაცხადა წულაიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა