|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიას ვთხოვდით დახმარებას და საზოგადოება დაგვეხმარა"

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე  შვიდსულიანი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობს. გევორქიანებს ხუთი არასრულწლოვანი შვილი ყავთ.

სახლში არსებული ყველა ფანჯრის მინა ჩამსხვრეულია, საწოლი დაზიანებული, წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის.

გაჭირვებაში მცხოვრები გევორქიანების ოჯახზე სტატია  მომზადდა, რასაც საზოგადოების გამოხმაურება მოყვა. მოქალაქეებმა  გევორქიანების დასახმარებლად პროდუქტი და ნივთები შეაგროვეს. 

"უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს მივუტანეთ რამდენიმე თვის სამყოფი საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ასევე საწოლი და საჭირო ნივთები. ოჯახი ძალიან ბედნიერია,"- აცხადებს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.

უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახის თქმით, საზოგადოების მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქცია, მათთვის დიდი შეღავათია.

"სიტყვები არ გვყოფნის ისეთი ბედნიერები ვართ. ამდენი საკვები პროდუქტი ჩვენს სახლში არასოდეს ყოფილა. ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. ქუთაისის მერიას ვთხოვდით დახმარებას და საზოგადოება დაგვეხმარა, დღეს ბედნიერები ვართ, თქვენ  შიმშილს გადაგვარჩინეთ,"- აცხადებენ გევორქიანები. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა