|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიაში 300 000 ლარამდე დანამატს არაფრის კეთებაში იღებენ"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე პრემია-დანამატების გაცემას აპროტესტებს.

წულაია დღეს ყოფილი მხატვრის სახლთან მივიდა, სადაც დევნილები და თვითნებურად შესახლებული პირები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. გოგი წულაია ამბობს, რომ როდესაც ქუთაისში ადამიანებს მსგავს პირობებში არსებობა უწევთ, ქუთაისის მერიის თანამშრომლები 300 000 ლარის რაოდენობის პრემიებს არ უნდა იწერდნენ.

"ქუთაისში ათობით ლოკაცია მაინცაა, სადაც ადამიანები ასე კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ზოგი უნებართვოდ, ზოგი კი ნებართვით. უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ. არც წყალი აქვთ და არც სველი წერტილები. ამ დროს, როცა მერიის მოვალეობაა, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები შეუქმნას და არ უქმნის, ხელფასიც არ ეკუთვნით და კიდევ პრემიებს იღებენ. 300 000 ლარამდე დანამატს არაფრის კეთებაში იღებენ. ეს არის 11 თვის მონაცემები. ეს არის უზნეობა და ღალატი ქვეყნის წინაშე,"-ამბობს გოგი წულაია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა