|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ახალი სამსახური და კიდევ ერთი ააიპი იქმნება

ქუთაისის მერიაში ახალი სამსახური იქმნება. არსებულ ცხრა სამსახურს მეათე,  აუდიტის სამსახური დაემატება. აუდიტის სამსახური ამ დრომდე განყოფილების სახით ფუნქციონირება. ინფორმაციას საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ავრცელებს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა შეიქმნას სამსახური, როდესაც განყოფილების პირობებშიც კი აუდიტს ერთი დასკვნაც არ დაუდევს. 

„გაურკვეველია აუდიტის განყოფილების ნაცვლად აუდიტის სამსახურის შექმნა, როდესაც საზოგადოებას არ უნახავს განყოფილების მიერ მომზადებული არც ერთი დასკვნა ჩავარდნილ პროექტებთან და მუშაობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ“, - განაცხადა გიგა შუშანიამ. მისი თქმით, თვითმმართველობის ახალი სტრუქტურა საკრებულოს გადაეგზავნა.  

ქუთაისის მერიაში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით 13 თანამდებობის პირია განსაზღვრული. თუ ახალი სამსახური შეიქმნება, ან ვიცე-მერების შტატები უნდა შემცირდეს, ან სხვა სამსახური გაუქმდეს. გიგა შუშანიას ინფორმაციით, ფუნქციას შეიცვლის არქიტექტურის სამსახური,  ის ააიპად ჩამოყალიბდება და  ,,ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო“ დაერქმევა. 
მერიაში რეორგანიზაცია დეკემბერში დაიწყო და თებერვალში დასრულდება.  
რეორგანიზაციის შედეგებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე მერიაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა