|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში დაცვის სამსახურის თანამშრომელი ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ქუთაისის მერის კაბინეტში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე შევიდა და მერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, თუ ქალაქის მერი დაუყოვნებლივ არ შეხვდება,  შიმშილობას დაიწყებს.

ჟურნალისტის გაღიზიანება მერიაში არსებულ შეზღუდვას მოყვა.

მისი თქმით, მერის ახალი ბრძანების საფუძველზე ჟურნალისტებისთვის დაწესებულია შეზღუდვა. შენობაში შესვლის დროს კი მერიის დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტს დაზიანებები ხელებზე აღენიშნება. მომხდარის გამო მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე სამართალდაცველები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტს შენობიდან გასვლას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხადებენ, რომ მისი დაკავება მოუწვეთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი