|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას გადაუხდელობის გამო საქალაქო ტელეფონები გაეთიშა?

ქუთაისის მერიაში საქალაქო ტელეფონები გათიშულია. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ტელეფონების გათიშვა დავალიანებამ გამოიწვია.

საკრებულოს წევრის "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანის თქმით, მოქალაქეები რამდენიმე დღეა თვითმმართველობის ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ. გათიშულია ასევე მერიის სხვა ნომრებიც. მეშველიანი მომხდარს არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს.

"მერიის ტელეფონები გათიშულია, მოქალაქეებს დაკავშირება უჭირთ, ვიღაცამ არ მოინდომა რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა, რაც  მენეჯმენტის პრობლემაა, ნ აწყობთ გათიშული ტელეფონები,  მოქალაქეებმა რომ არ შეაწუხონ", - აცხადებს მერაბ მეშველიანი.

ტელეფონების გათიშვის ფაქტს ადასტურებენ მერიაში, თუმცა უარყოფენ დავალიანების არსებობას.  რაც შეეხება ცხელ ხაზს, ის ამ დროისთვის ფუნქციონირებს, თუმცა შეცვლილია  ნომერი. მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ნომერი მათ ოფიციალურ ვებ-გვერზეა განთავსებული. 

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებას კომპანია დატა კომი უწევს, რომელიც მერიის სატელეფონო კავშირს უახლოეს პერიოდში ip -სატელეფონო აპარატურით განახორციელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რის გამოც სატელეფონო მომსახურება დროებით შეფერხებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავალიანების გამოა გამორთული, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ცხელ ხაზს, ქუთაისის მერიის ცხელი ხაზი შეუფერხებლად მუშაობს და მოსახლეობას ჩვეულებრივ რეჟიმში უწყვეტად შეუძლია ინფორმაციის მიღება", -განაცხადეს მერიაში.

 ცხელი ხაზის ნომერია: 0(431)31 06 00 ან 1300

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა