|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციას ადასტურებენ

"ევროპული საქართველოს" განცხადებას ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი რეორგანიზაცის შესახებ არ უარყოფენ ქუთაისის მერიაში. როგორც განმარტავენ, 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, თუმცა  მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია  სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია.

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია,  ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა,რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

როგორც აღნიშნავენ, გამორიცხულია სამსახურიდან ვინმეს გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რეოგრანიზაცია მოიცავს თუ არა ატესტაცია-კონკურსს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა