|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის წინ შეკრებილ მძღოლებს საკრებულოს დეპუტატი შეხვდა [VIDEO]

ქუთაისის მერიაში გაფიცული მძღოლებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. როგორც მერიის წინ შეკრებილმა მძღოლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე 6 მძღოლი შევიდა, სამი სამარშტუტო ტაქსების, სამი კი ავტობუსების წარმომადგენელი.

შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ, რომელიც მერიის წინ შეკრებილ გაფიცულ მძღოლებს შეხვდა.

ქათამაძის თქმით, ის ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე არ დაასწრეს.

ქათამაძის განცხადებით, მერია არა მძღოლებს, არამედ მათ დამქირავებლებს უნდა ხვდებოდეს, რომლებთანაც აქვთ მომსახურეობის მიღებაზე ხელშეკრულება გაფორმებული.

მერიის წინ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრისაგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება, რადგან ქალაქის მერი ქუთაისში არ იმყოფება.

 

შეგახსენებთ, მძღოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის 10 თეთრით გაზრდას ითხოვენ.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა