|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სიპ-ი შეიქმნება

 ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის ააიპს   საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაანაცვლებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, სიპს მეტი უფლებები აქვს,  მათ შორის თვითდაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების დაზოგვას გამოიწვევს.

 როგორც ააიპის ხელმძღვანელი რუსუდან ჩიუნჩალაძემ "ნიუპრესთან" განაცხადა, სიპის  ჩამოყალიბების პარალელურად  „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო“ საქმიანობას დაასრულებს, ხოლო ვინ გააგრძელებს სიპში საქმიანობას და რამდენი ადამიანით დაკომპლექტდება, ჯერჯერობით უცნობია. 

 

ავტორი: ნიუპრესი