|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება

ქუთაისის მერიის წინ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც ცნობილი გახდა, მერიასთან ხანშიშესული ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

მერიის მისაღებში განაცხადეს, რომ ქალბატონი შენობიდან გავიდა და შეუძლოდ ის მერიაში არ გამხდარა. 

მედიკოსებით თქმით, პაციენტს დაცემის შედეგად დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი